უძველესი ტომები დღეს /By Jimmy Nelson/ (40 ფოტო)


Jimmy Nelson 

   „კაცობრიობაში უნიკალურობა  ჯერ კიდევ არსებობს, ეს არის მთებში, ყინულის სფეროებში, ჯუნგლებში, მდინარეებისა და ხეობებში. მათი სილამაზე - ბუნებრივია. მათი მიზნები და ოჯახური კავშირები - საინტერესოა. მათი რწმენა ღმერთების და ბუნების მიმართ - ურყევია. მათი ზრუნვა ბუნებაზე და ერთმანეთზე - მისაბაძი.  2009 წელს მე გავხდი მათი სტუმარი და აღმოვაჩინე ეს ტომები, მე გავიცანი მათი ყოველდღიური ცხოვრება და კიდევ უფრო ვიგრძენი საშიშროება ამ უძველესი და უნიკალური ტომების გადაშენების.“ 




    ჯიმი ნელსონმა იმოგზაურა სხვადსხვა კონტინენტზე და იპოვე უძველესი ტომები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადაშენებულან და ინარჩუნებენ თავიანთ თვითმყოფადობას. ეს ტომები მოწყვეტილნი არიან ცივილიზაციას და აგრძელებენ იმ ტრადიციებს, რომელსაც მათი წინაპრები საუკუნეების წინ მისდევდნენ. ფოტოგრაფმა პროექტს უწოდა ისინი ჯერ კიდევ არსებობენ“.
   ჯიმი ნელსონი 1967 წელს დაიბადა დიდ ბრიტანეთში. ფოტოგრაფიით 1987 წლიდან დაინტერესდა და დაიწყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. მისმა ფოტოებმა თავიდანვე მიიქცია ყურადღება და მოუტანა მსოფლიო აღიარება.
   ფოტოგრაფმა ჰოლანდიელ მეუღლესთან ერთად იმუშავა ოცდაათვიან პროექტზე „Portraits of China“ ამ პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები პეკინის მთავარ მოედანზე გამოიფინა, რასაც მოჰყვა მსოფლიო ტური.
1997 წლიდან ჯიმმა დაიწყო თანამშრომლობა  კომერციულ სარეკლამო კომპანიებთან და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან . მან მიიღო მრავალი ჯილდო . მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებში და აუქციონებში.


სანამ ისინი არსებობენ -  ეს არის ჯიმი ნელსონი  უნიკალური პროექტი მსოფლიოს უკანასკნელ  ტომებზე და მათ კულტურაზე. 












































No comments: