სწორედ ესენი არიან პირველი ჯაზმენები და პირველი ბენდი, რომელსაც ბადი ბოლდენი (1877 – 1931 ) ხელმძღვანელობდა. ბოლდენი დგას მარცხნიდან მეორე. ფოტო 1905 წელსაა გადაღებული. როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს შიზოფრენიის დიაგნოზით საგიჟეთში მოუთავსებიათ და მალევე, 54 წლის ასაკში გარდაცვლილა.
...................................................................................
ჯელი როლ მორტონი (1885 - 1941) თავს თვლიდა ჯაზის დამაარსებლად: "მე შევქმენი ჯაზი 1902 წელს", თუმცა იყო პირველი ვინც ჯაზი ნოტებზე ჩაწერა.
მორტონის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია
...................................................................................
სიდნი ბეშე 1897 წლის მაისში დაიბადა. .. ისეთი ბედი ჰქონდა, ხშირად ხვდებოდა ციხეში. ჯერ იყო და ვიღაც თეთრკანიანმა ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში საღამოს გამოსული სიდნი ნახა და მიაძახა: შე მურთხოო. მაგრად უცემია მაშინ სიდნის ის თეთრკანიანი და ციხეშიც ამოყო თავი. მერე ლონდონში ვიღაც ბოზთან მოუვიდა ჩხუბი და ამის გამოც დაიჭირეს. მერე კიდევ ის იყო რომ ვიღაცამ უთხრა; სანოტო საქმე არ გაგეგებაო, გაცხარებულმა ბეშემ რევოლვერი ამოიღო და ატყდა სროლა. კიდევ დაიჭირეს. გარდაცვალებამდე კი ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა: "ფრთხილად მოეპყარით"
ეს კი გერშვინის ცნობილი "Summertime" რომელიც სიდნიმ 1938 წელს ჩაწერა.



No comments:
Post a Comment